თაკო მახალდიანის პორტრეტი
თაკო თეთრ პუდელთან ერთად, ხეების ქვეშ

გეშტალტთერაპია · თბილისი და ონლაინ

უსაფრთხო სივრცე იმისთვის, რაც დაუსრულებელი დარჩა.

ფსიქოლოგი, გეშტალტთერაპევტი

პირველი სესიის დაჯავშნა

გამარჯობა, მე ვარ თაკო

ჩემთვის, როგორც გეშტალტთერაპევტისთვის, თერაპიული მუშაობის საფუძველი არის ურთიერთობა - ისეთი სივრცის შექმნა, სადაც ადამიანი თავს უსაფრთხოდ, მიღებულად და გაგებულად გრძნობს. ასეთ გარემოში შესაძლებელია საკუთარი გამოცდილების ნელ-ნელა, ყურადღებითა და პატივისცემით კვლევა.

ვმუშაობ

ვმუშაობ
  • ტრავმაზე
  • შფოთვით აშლილობებზე
  • დაბალ თვითშეფასებაზე
  • ცხოვრებისეულ კრიზისებზე
შეხვედრის ფორმატი
  • პირადი შეხვედრა, თბილისივაჟა-ფშაველას გამზირი 6
  • ონლაინ სესიები
  • ქართულ ან ინგლისურ ენაზე
თერაპიის ოთახი: თეთრი დივანი ზოლიანი ბალიშებით და ზღვის პეიზაჟი კედელზე
გაცნობიერებაკონტაქტიაქ და ახლა

თერაპიის ფილოსოფია

ჩვენს ცხოვრებაში ბევრი გამოცდილება შეიძლება დაუსრულებლად დარჩეს.

ეს შეიძლება იყოს უთქმელი სიტყვები, ბოლომდე განუცდელი ემოციები, შეწყვეტილი ურთიერთობები ან მოვლენები, რომელთა გადამუშავებაც იმ დროს ვერ შევძელით. ასეთ გამოცდილებებს გეშტალტთერაპიაში „დაუსრულებელ გეშტალტებს“ ვუწოდებთ. ისინი ხშირად აგრძელებენ ჩვენს ცხოვრებაზე ზემოქმედებას - გვაბრუნებენ ერთსა და იმავე განცდებთან, ურთიერთობების მსგავს სცენარებთან ან შინაგან დაძაბულობასთან.

თერაპიულ პროცესში ვცდილობ კლიენტის გვერდით ყოფნას და მისი გამოცდილების კვალდაკვალ სიარულს - იქ, სადაც ჩნდება ემოციები, კითხვები და გაცნობიერებები. სწორედ ამ პროცესში იშლება ძველი გამოცდილებები და ჩნდება შესაძლებლობა უფრო თავისუფალი, ავთენტური და ცოცხალი ცხოვრებისკენ.

გამოცდილება

განათლება და გამოცდილება

ორი ათწლეულის მუშაობა ფსიქოლოგიაში - ბავშვთა კლინიკებიდან და ჰოსპიტალური მზრუნველობიდან კერძო გეშტალტთერაპიულ პრაქტიკამდე.

გეშტალტ ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატი, გაცემული თამარ მახალდიანზე გეშტალტ თერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ
განათლება
  • 1997–2000ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - განათლების სისტემის ფსიქოლოგია, ბაკალავრი
  • 2000–2003ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - განათლების სისტემის ფსიქოლოგია, მაგისტრი
  • 2020–2025თბილისის გეშტალტ ინსტიტუტის სასერტიფიკაციო პროგრამა
  • 2026გეშტალტ ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატი, გეშტალტ თერაპიის ევროპული ასოციაცია
პროფესიული გამოცდილება
  • 2003–2005ბავშვის ფსიქოლოგი, ბავშვის ნევროლოგიური კერძო კლინიკა
  • 2016–2018ბავშვის ფსიქოლოგი, Jo Ann University Hospital
  • 2023–დღემდეგეშტალტთერაპევტი, კერძო პრაქტიკა
  • 2025–2026გეშტალტთერაპევტი, INTEGRA
სამუშაო ენები
  • KA · ENქართული და ინგლისური
მზის ჩასვლა მთებში, წინა პლანზე მზესუმზირები

პირველი სესია

მოდი, დავიწყოთ

აირჩიეთ თქვენთვის სასურველი თარიღი და დრო პირველი პირადი სესიისთვის ქვემოთ მოცემულ კალენდარში. თუ გსურთ, დამიკავშირდით პირდაპირ ტელეფონით ან ელფოსტით.

პირველი სესია

პირველი სესია თაკოსთან

ხანგრძლივობა
50 წუთი
მისამართი
ვაჟა-ფშაველას გამზირი 6, თბილისი
ენა
ქართულ ან ინგლისურ ენაზე

ბლოგი

მოკლე ტექსტები თერაპიაზე და კეთილდღეობაზე

გამომყევით Instagram-ზე @takos.space